weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პირადად დავინტერესდები, ხომ არ იყო ამის მიღმა სექსისტური მოტივაცია – მეზვრიშვილი

15:03 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018
ფოტო: ნიკა მელია ფოტო: ნიკა მელია

„მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის კორდონის წინა რიგებში ქალი პოლიციელების დაყენებაზე.

მეზვრიშვილის თქმით, სამინისტროს შიგნით ქალი პოლიციელების ინტერესების დაცვა მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე.

ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს.

რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტმა, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა იმის გამო, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის კორდონის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენეს. მისი თქმით, ეს სექსისტური იყო და პერფორმანსს ჰგავდა.

აი, ეს „აბა, ქალს თუ დაეჭიდები?“ – შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავისთავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. ძალიან უშნოდ გვეხუმრება შსს მინისტრი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]