weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ყოფილი მოსამართლეებისთვის განსხვავებული კომპენსაციის დანიშვნა არაკონსტიტუციურია“

10:51 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ მიიჩნია ყოფილი მოსამართლეებისთვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნა.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპენსაცია  არ გავრცელდა ყოფილ მოსამართლეთა გარკვეულ კატეგორიაზე, რაც მათ არახელსაყრელ სამართლებრივ და მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიური სტატუსის მქონე საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებთან შედარებით, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის 1 სექტემბრამდე და 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, რასაც არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ხოლო გამოყენებული საშუალება დასახული მიზნის არაპროპორციულია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური გარანტიის დაცვის თვალსაზრისით, ანალოგიურ გარემოებებში მყოფი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შორის დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–14  მუხლისა  და 21–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დარღვევას. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]