weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ირანელ უფლებადამცველს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

14:06 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ცნობილ ირანელ ადვოკატსა და უფლებათა დამცველს, ნასრინ სოტუდეს ირანის სასამართლომ 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველი ქალის განაჩენის შესახებ მისმა მეუღლემ, რეზა ხანდანმა განაცხადა.

ადვოკატი ნასრინ სოტუდე, რომლის კლიენტთა შორის ისეთი ადამიანები იყვნენ, როგორებიც არიან ნობელის პრემიის ლაუერატი შირინ ებადი და ჟურნალისტი ისა საჰარხიზი, ირანში ქალების უფლებების დაცვითა ცნობილი. იგი ქვეყანაში ჰიჯაბის ტარებისა და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე იყო.

ნასრინ სოტუდე პირველად 2010 წელს დააკავეს, 2011 წელს კი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ეროვნული უსაფრთხოების საწინაღმდეგო ქმედებებისა და პროპაგანდის გამო, თუმცა 2013 წელს ათ სხვა პოლიტიკურად დევნილ პირთან ერთად გაათავისუფლეს.

Amnesty International-ის შეფასებით, 55 წლის ნასრინ სოტუდეს განაჩენი ყველაზე მკაცრია მათ შორის, რაც კი ორგანიზაციას ირანში აღურიცხავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]