weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყურადღებით ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას – EUMM კვარაცხელიას გარდაცვალებაზე

13:51 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია [EUMM] ოკუპირებულ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, საკუთარი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებენ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. 

„მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით“, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 12 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე სადამკვირვებლო მისიას დე ფაქტო ხელისუფლებამ შეატყობინა. ირაკლი კვარაცხელია მათ მიერ იყო დაკავებული.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, დღეს სოხუმში გაემგზავრნენ, სადაც კვარაცხელიას საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.

„საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და უკვე გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]