weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პარტიის რეგისტრაციის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

13:20 სამშაბათი, 19 მარტი 2019

კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სიის წარდგენაა სავალდებულო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმეს „გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს არსებითად განიხილავს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება. კერძოდ, პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად არანაკლებ 1000 წევრის განსაზღვრა არათანაზომიერია, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, შესაძლებელია, განახორციელოს წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუ პარტიის რეგისტრაციას 1000 პირის თანხმობა აღარ დასჭირდება, ეს მრავალპარტიულობას შეუწყობს ხელს.

„თუკი პოლიტიკური პარტიის დაარსება გარკვეული ფუფუნების საგანი აღარ იქნება და მოქალაქეებს გაცილებით მარტივად, ნაკლები რესურსებით მიეცემათ სახელმწიფო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა, ეს სწორედაც რომ იქნება მნიშვნელოვანი სვლა გამჭვირვალე, ღია და პლურალისტური მმართველობისკენ, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი თავისთავად და აუცილებლად უნდა შეუწყოს სასამართლომ“, – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარ ინტერესებს თავად იცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]