weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული 10 მლნ ევრო საქართველოს არ გადაუხადა

12:16 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019 hits 433

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან „დეპორტირებულების საქმის“ უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა.

სამინისტროს ინფრომაციით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში, 2019 წლის 1-ელ მაისამდე, რუსეთმა არ გადაიხადა „დეპორტირებულების საქმეზე“ დაკისრებული თანხა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან მოითხოვეს საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატების გამართვა.

„მინისტრთა კომიტეტს აგრეთვე ეთხოვა ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტების მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიღება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქეს, რომლებიც 2006 წელს ქვეყნიდან გამოაძევა, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]