weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პროკურატურამ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა

21:45 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

პროკურატურამ თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დეპუტატისთვის ბრალის წარდგენა დღეს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

„ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი),“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა დაახლოებით ერთი კვირის წინ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.თოდაძის თქმით, პოლიცია 16:44 საათზე გამოიძახა და მომხდარის შესახებ აცნობა, თუმცა სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე ღამის 3 საათზე მივიდნენ, როდესაც ოთახი დალაგებული და ინციდენტის კვალი წაშლილი იყო.

თავად  ჯიშკარიანი ქალის ბრალდებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იცავს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ილია ჯიშკარიანი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]