weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სახელმწიფო ინსპექტორმა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა

21:35 სამშაბათი, 24 დეკემბერი 2019
ინტერპრესნიუსის ფოტო ინტერპრესნიუსის ფოტო

სახელმწიფო ინსპექტორმა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, 1000 ლარით დააჯარიმა. კუბლაშვილს პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და გავრცელებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში თამთა თოდაძემ უჩივლა.

საქმე ეხება 2019 წლის 17 ოქტომბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მიერ სისხლის სამართლის ორ საქმეზე დეტალების გამჟღავნებას, სადაც მხარე თამთა თოდაძე იყო.

თოდაძის თქმით, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი არ ახორციელებდა მხარეთა უფლებების დაცვას, რის გამოც მისთვის გაურკვეველია, რა საფუძვლით და რა გზით მოიპოვა ადვოკატმა აღნიშნული ინფორმაცია და რა მიზნით გაასაჯაროვა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით.

„ამ საჩივრების საფუძველზე, ინსპექტორის სამსახური ითხოვდა, ადვოკატს წარმედგინა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შევიტყვე სხვა კლიენტისგან. ესღა გვაკლდა ადვოკატებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გადაგვიწყვიტოს , ჩვენი კლიენტის ინტერესის უპირატესად დაცვას ავირჩევთ, თუ ჯარიმას შევუშინდებით. როგორ ჰგონიათ, ამის გამო ჩემს მოწინააღმდეგეს ლანგარზე მივართმევდი ჩემს სამომავლო სტრატეგიას? გავთქვამდი პროფესიულ საიდუმლოებას, ან ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვას უმაღლეს დონეზე არ განვახორციელებდი?

მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც. ინსპექტორის სამსახურმა ადვოკატებზე დაიწყო ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

თამთა თოდაძე, რომელიც 2017 წლიდან თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო, დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძის თქმით, ინციდენტი 2019 წლის 30 სექტემბერს, მაჟორიტარის ბიუროში მოხდა. პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას ბრალად ედება თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რასაც ჯიშკარიანი არ აღიარებს. 11 ოქტომბერს, სასამართლომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]