weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში 33 წლის ზაზა გახელაძე დაჭრეს და დააკავეს

17:29 შაბათი, 11 ივლისი 2020

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 ივლისს, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 1987 წელს დაბადებული ზაზა გახელაძე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, „11 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ზაზა გახელაძემ დაარღვია სახელმწიფო საზღვარი, გადავიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ლენინგორის რაიონის სოფელ ახმაჯში. გახელაძემ მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა მათი მიმართულებით. საპასუხო სროლისას გახელაძე ტერფში დაიჭრა. მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]