weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალში 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

16:23 პარასკევი, 21 აგვისტო 2020 hits 354

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით - „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მღებრიშვილს ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დაჭერა ჰქონდა განზრახული.

„მისი ინტერესის მთავარი საგანი ღამურები იყვნენ, რომლებიც ცხინვალის რაიონის სოფლებში არცევსა და ღრომში ბინადრობენ“, – განაცხადა ე.წ. უსაფრხოების კომიტეტმა.

ხვიჩა მღებრიშვილის საკითხი განიხილეს 30 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დროს ვერ მიიღეს დადასტურება, რომ „მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფაუნის ხელყოფის მცდელობას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]