weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პანკისის რადიოს მიმართ მუქარა გამოიძიოს

12:10 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში გამართულ აქციებს, რომელიც 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გაიმართა.

„29 აგვისტოს ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია აქციის მონაწილის მუქარის შემცველი განცხადებები პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მისამართით. მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, 5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად ხეობაში დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები გააუქმა.

5 სექტემბრის აქციის მონაწილეებმა მთივლიშვილის მიერ რადიოს დატოვება მოითხოვეს. აქციაზე კვლავ გაჟღერდა ჟურნალისტის მიმართ ძალის გამოყენების მუქარა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები სცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; ამასთან, აქციებზე გაკეთებული განცხადებები შეიცავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად“.

 

ამ თემაზე:

პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან - სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია ხეობაში

პანკისის სათემო რადიოს საგანგებო განცხადება

საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას - TI GEORGIA

კოალიცია «მედიის ადვოკატირებისთვის» პანკისის რადიოს დარბევის მუქარაზე რეაგირებას ითხოვს

«რადიოს დავამხობთ თავზე. თუ არ წავა, ძალით გავუშვებთ!» - მეორე აქცია პანკისის რადიოს წინააღმდეგ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]