weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2024

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვას მოითხოვს

11:47 პარასკევი, 05 მაისი 2017

ბრალდების მხარე დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.

„ჩვენ პოზიციას გავაჟღერებთ სასამართლოზე, შუამდგომლობა გვაქვს შესაბამისი და მოსამართლე მოისმენს. ჩვენ გვაქვს კანონიერი საფუძველი და საკმაოდ მყარი გონივრული არგუმენტები რატომაც ვითხოვთ სხდომის დახურვას, რასაც დავადასტურებთ სასამართლოზე,“ – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, გამოძიება დეკანოზის მიმართ დასრულებულია. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წინასასამართლო ეტაპს გადალახავს.

„როგორც იცით, დასრულდა გამოძიება და ჩვენ სასამართლოში წარვსდექით მყარი მტკიცებულებებით. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შეაფასებს მტკიცებულებების დასაშვებობას, რომელიც მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და თავად ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულება რომელთა ეჭვქვეშ დაყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს ე.წ. „ციანიდის საქმეს“. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 2 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ანგარებით პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდებული ბრალდებებს არ აღიარებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]