weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

19:02 ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, რადგან მშვიდობიანი დემონსტრანტები ვერ დაიცვა ჰომოფობიური და ტრანსფობიური აგრესიისგან, ასევე შემდგომ არ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიების ჩატარება. ასევე დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

„კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ზომები ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რისკების შესახებ. გარდა ამისა, არსებობდა მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვით, ძალადობრივი აქტები ოფიციალურად იყო წაქეზებული. 

პოლიცია არა მარტო არ რეაგირებდა, როდესაც კონტრაქციის მონაწილეებმა დაიწყეს მათი კორდონების გარღვევა, არამედ სხვადასხვა ადგილზე თავად გაუხსნა გზა. 

სასამართლო განსაკუთრებით შეშფოთდა სასულიერო პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირების ინდიფერენტულობით მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.

ბოლოს, სასამართლო დარწმუნდა, განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოვლენების მკაფიო და თანმიმდევრული ვერსიით, რომ ის იძულებული გახდა პოლიციის ფორმაში გადაცმული გაქცეოდა აგრესორებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა დაამცირეს ის, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა 17 მაისის აქციის მონაწილეთა დასაცავად ეფექტური ზომების მიღება. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ გადამწვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მიიღეს თუ არა ამ ფიზიკური დაზიანებები იმ ადამიანებმა, ვინც მოგვიანებით სასამართლოს მიმართეს. 

„ისინი მოხვდნენ ძლიერი მღელვარებისა და ემოციური სტრესის მდგომარეობაში, გარშემორტყმული იყვნენ ბრბოთი, რომელიც რიცხობრივად მათ ბევრად აღემატებოდა. მათ ფიზკურად და ვერბალურად დაესხნენ თავს, რაშიც მთავარ როლს აშკარად თამაშობდა ჰომოფობია. ასეთი ვითარება შეუთავსებელია ადამიანის ღირსების პატივისცემასთან“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივანთა სასარგებლოდ 193 500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]