weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

16:08 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიების წარდგენისას რაიმე სახის კვოტირება სწორი არ არის.

იმისათვის, რომ კანონპროექტმა კანონის სახე მიიღოს, მას მხარი იურიდიულმა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებმაც უნდა დაუჭირონ, რის შემდეგაც პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

კანონპროექტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარადგინა. მას ხელს 37 000 ამომრჩეველი აწერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]