weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარნეულის ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსება სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია

13:40 პარასკევი, 01 ივლისი 2022
თამთა მიქელაძე თამთა მიქელაძე

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ავრცელებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოს სარჩელით სამი წლის წინ მიმართა და მოითხოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის იმ პუნქტის ბათილად ცნობა, რომელიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. ბიუჯეტში მითითებული იყო, რომ აღნიშნული ხარჯის მიზანი „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლეობის სულიერების ამაღლების“ ხელშეწყობა იყო. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ეს ნორმა დისკრიმინაციული იყო და არ შეესაბამებოდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.  

„სასამართლომ ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება.

ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას 400 000 ლარის ოდენობით. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას“, – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

მარნეულის მოუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტითაც 400 000 ლარით არის განსაზღვრული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება.

თამთა მიქელაძის შეფასებით, ბოლნისის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება „სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკების აღმოფხვრისთვის“.

„როგორც იცით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა, საპატრიარქო სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების ისედაც მცირე ბიუჯეტებიდან ხშირად იღებს დამატებით დაფინანსებებს (წლიურად თვითმმართველობებიდან დაფინანსება 3-4 მილიონს აღწევს ხოლმე). ცხადია, რომ ამგვარ პრაქტიკას იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვროვენ დამატებითი სოციალური და კულტურული უსამართლობების კონტექსტი აქვს“, – აღნიშნავს მიქელაძე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, მამუკა შუბითიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]