weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მთაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

13:29 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

ახალქალაქში მუდმივად მცხოვრებმა სომხეთის მოქალაქეებმა გარნიკ ვარდერესიანმა, არტავაზდ ხაჩატრიანმა და ანი მინასიანმა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ კანონი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება ხდება, დისკრიმინაციულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ.

პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო კანონი, რომლის ძირითადი დებულებები 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. კანონის თანახამად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირები სხვადასხვა სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის ქვეშ მოექცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ყველა დასახლება.

კანონმდებლობის თანახმად, იმისთვის რომ ფიზიკურმა პირმა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მოიპოვოს და სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, აუცილებელია იყოს საქართველოს მოქალაქე.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. მოსარჩელეთა ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“ წარმოადგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]