weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

13:32 პარასკევი, 26 იანვარი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

მოსამართლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება, რის საფუძველზეც დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოაა და არ გასაჩივრდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად 2002 წლიდან ცხოვრობს, 24 მაისს თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში დააკავეს. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - „FETO“-სთან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც 24 თებერვალს იწურება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ჩაბუქი შიშობს, რომ თურქეთში მისი ექსტრადიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში, არსებობს მისი წამების და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. საქართველოს ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას მათ გაითვალისწინეს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლის თანახმადაც, 2016 წლიდან თურქეთის ციხეების მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და წამების ფაქტები გამორიცხულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]