weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დღესაც არ გადმოსცეს

18:18 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დღესაც არ გადმოსცა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ რუსეთის საექსპერტო ბიუროდან დასკვნა ჯერ არ აქვთ მიღებული.

„ჩვენ მოვთხოვეთ, რომ ჯერ ცხედარი გადმოეცეს ოჯახს და დასკვნა მოგვიანებით მივიღოთ. ამასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს, რომ დაუკავშირდებიან რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებას. ეს მოთხოვნა კვლავაც ჩვენს დღის წესრიგშია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია და მისი გადმოსვენებაც სწორედ ამის გამო ჭიანურდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ, ქართულმა მხარემ პასუხი ვერც მათთან დაკავშირებით მიიღო. კახა ქემოკლიძის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დღის ბოლომდე კიდევ შედგება.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 23 თებერვალს ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. მოგვიანებით, საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა ე.წ. ინფარქტი დაასახელა.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ტატუნაშვილი ციხეში გადაყვანამდე გარდაიცვალა და ის ნაცემი იყო.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა დღეს, ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.

 

ამ თემაზე:

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი ღრმა შეშფოთების მიზეზია - ფედერიკა მოგერინი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]