weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუსაძლისი პირობებია - სახალხო დამცველი

13:24 სამშაბათი, 06 მარტი 2018

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

სახალხო დამცველის შეფასებით სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტთა პირობები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]