weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და იმერეთშია

15:30 ორშაბათი, 21 მაისი 2018 hits 1665

2013-2018 წლებში ოჯახში მომხდარი დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთშია დაფიქსირებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, ამ წლებში ოჯახში მომხდარი დანაშაულებიდან 6 464 ძალადობაა, 172 ჯანმრთელობის დაზიანება და 89 მკვლელობა.

თბილისში ოჯახში ჩადენილი დანაშაულის 1779 შემთხვევაა დაფიქსირებული, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 1106, კახეთში კი 784. ოჯახური ძალადობის ყველაზე ნაკლები - 187 შემთხვევა გურიაში იყო.

ოჯახში მომხდარი დანაშაულის შემთხვევათა რაოდენობა 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა. 2013 წელს 459 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2014 წელს - 591, 2015 წელს -  901, 2016 წელს - 1416, 2017 წელს - 2192, 2018 წლის პირველ სამ თვეში კი 1163 შემთხვევა.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით მკვეთრად იკლო შემთხვევების გახსნის მაჩვენებელმა და 70%-ზე ნაკლები შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ზე მეტი და 80%-ზე ნაკლები იყო.

პოლიციას ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი 2015 და 2017 წლებში აქვს გამოცემული. 2015 წელს სასამართლომ 2598 შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა, 2017 წელს კი - 4370. 2018 წლის პირველ კვარტალში სასამართლოს უკვე 1513 შემაკავებელი ორდერი ჰქონდა დამტკიცებული.

ოჯახში ძალადობის ფაქტების უმეტესობა მამაკაცების მიერ არის ჩადენილი. მაგალითისთვის, 2017 წელს ოჯახური დანაშაული 3492-მა მამაკაცმა ჩაიდინა და 393-მა ქალმა. ოჯახში ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლები ძირითადად ქალები არიან. 2017 წელს, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი გახდა 3599 ქალი და 497 კაცი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]