weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა - ნათია მეზვრიშვილი

13:57 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, რასაც დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია, მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ცხედარს წამების კვალი აღენიშნება“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს. „ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ.  ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნა მინისტროს მოადგილემ.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს შეხვდა. „მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. გამოძიების ობიექტურობაში რაც მთავარია ეჭვი არ მეპარება“, - უთხრა არჩილ ტატუნაშვილის მამამ ჟურნალისტებს.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადმოსცეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]