weather cur horoscope tv
მაისი 20, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

რძალსა და ძმისშვილზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელთან საპროცესო გაფორმდა

17:22 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთან, გოჩა ბლუაშვილთან, რომელიც ძმასთან ერთად, რძლის და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაშია ბრალდებული, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გოჩა ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესზე მხარეებმა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე იშუამდგომლეს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა გოჩა ბლუაშვილმა ბრალი სრულად აღიარა. პროკურორმა მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს ბრალდებულისთვის ერთი წლით პირობითი მსჯავრის შეფარდება, ასევე, 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება სთხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ძმები, გოჩა და იაკობ ბლუაშვილები სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა 11 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავეს.  

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოჩა ბლუაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ იაკობ ბლუაშვილმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ქალის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.  

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის შოთა რიჟამაძის განცხადებით, ეს არ იყო ოჯახში ძალადობა, ეს იყო ცემა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით 126–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება გოჩა ბლუაშვილის ძმასთან, ასევე, პოლიციელ იაკობ ბლუაშვილთან, რომელსაც ბრალი ცოლზე ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

გოჩა ბლუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინა. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]