weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

2016 წელს საქართველოში 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა

16:34 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 hits 1109

2016 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი  გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წარადგინა, გასულ წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ ხშირია შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. მისივე თქმით, 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე განათლების მიღება 241–მა ბავშვმა შეწყვიტა, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.

„უკიდურესად შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა; სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები.  მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების მიმართულებით.

„პრობლემად რჩება სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის უფლების იმპლემენტაცია, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახთა დროული ჩართვა მხარდამჭერ სოციალურ სერვისებში. აღსანიშნავია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხარვეზები. მოუგვარებელია რელიგიურ სკოლა–პანსიონებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი; განსაკუთრებით, რელიგიური სკოლა–პანსიონების დეინსტიტუციონალიზაცია, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაცია“,- ნათქვამია ანგარიშში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]