weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

აფგან მუხთარლის ოჯახს დაცვა დაენიშნა

16:14 ორშაბათი, 05 ივნისი 2017 hits 1041
აფგან მუხთარლის ოჯახს დაცვა დაენიშნა ფოტო © Human Rights House Tbilisi

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ოჯახს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცვა დაუნიშნა და განგაშის ზარის გამოყენების უფლება მისცა. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი იმ ორი მოწმის დაცვასაც ითხოვს, რომლებიც 29 მაისს მუხთარლისთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დღესვე არჩილ ჩოფიკაშვილმა წერილობით მოითხოვა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს. ამ დრომდე საქმეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო იძიებს.

„წერილობით მივმართეთ პროკურატურას, რომ საქმე საგამოძიებო ქვემდებარეობით მან გამოიძიოს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ოჯახს კონკრეტული ეჭვი აქვს, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში ჩართულები იყვნენ საჯარო მოხელეები, კონკრეტულად პოლიციელებზე იყო განცხადება გაკეთებული. ის, რომ დღემდე პოლიცია იძიებს ამ საქმეს, ეს ირიბად ნიშნავს იმას, რომ არ განიხილება ვერსია მასში ან პოლიციელების, ან სხვა თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ, რაც დაუშვებელია,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსნებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 29 მაისს, თბილისში გაუჩინარდა, ბაქოში იმყოფება, სადაც სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ მუხთარლი თბილისიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა, ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს.

თბილისში მყოფ აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვის დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა 3 ივნისს შესთავაზა. იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მუხთარლის ოჯახის წევრებისთვის გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა. ლეილა მუსტაფაევამ პრემიერის ამ წინადადებაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]