weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მოლაშქრეებს ხვალ გაათავისუფლებენ

19:54 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასულ და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს ცხინვალის იზოლატორიდან ხვალ გაათავისუფლებენ.

როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკავებულების ე.წ. სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლება ხვალ მოხდება. ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების შეფასებით, საქართველოს მოქალაქეების დაკავება წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საფრთხეს უქმნის.

საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ შაბათს წავიდნენ და ყელიწადის ტბაზე ასვლას აპირებდნენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ისინი გუშინ დააკავეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, მათი დაკავება ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თრუსოს ხეობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დასავლეთით ესაზღვრება. ყელიწადის ტბა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ყელის ტბა კი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]