weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოში ლგბტ თემის უფლებებს გაეროს ექსპერტი შეაფასებს

15:00 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

საქართველოში ლგბტ თემის უფლებებს გაეროს ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი შეაფასებს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

გაეროს თბილისის ოფისის ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი ასევე შეხვდება სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, კერძო პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტ პირთა უფლებებზე მუშაობენ.

„ვიზიტი იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელთა მიზანია ქვეყანაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასნგენდერი (ლგბტ) პირების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოფხვარა“, - განაცხადა მადრიგალ ბორლოზმა.

მისივე თქმით, შეფასდება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესი, მოხდება არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების ხაზგასმა.

,,ჩემს მიერ ასევე მოხდება იმ ფაქტორების შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენენ ლგბტ პირების მოწყვლადობასა და გარიყვაზე; შევისწავლი ძალადობისა და დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებს სოციალური ცრურწმენების ჩათვლით და კავშირს სიძულვილის ენასა და სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს შორის. მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხელისუფლებასთან, რელიგიური კონფესიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან დიალოგს“, - აღნიშნა გაეროს ექსპერტმა.

ექსპერტი ვიზიტის საბოლოო ანგარიშს რეკომენდაციების ჩათვლით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2019 წლის ივნისში წარუდგენს.

ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი (კოსტა-რიკა) გაეროს ექსპერტად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებზე 2018 წლის 1 იანვარს სამი წლის ვადით დაინიშნა. ამავე დროს ის წამების მსხვერპლთა საერთაშორისო რეაბილიტაციის საბჭოს (IRCT) გენერალური მდივანიც არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]