weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თბილისში ლგბტ აქტივისტები ცემეს

12:56 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ორგანიზაციის განცხადებით, აქტივისტებს მეზობელ სახლში მცხოვრები შუახნის მამაკაცი დაესხა თავს, იარაღით ემუქრებოდა და ერთ-ერთის დახრჩობას ცდილობდა.

„დაახლოებით 23:00 საათზე მეზობლებმა ძალიან ყვირილით და აგრესიულად მოგვმართეს, რომ დავშლილიყავით და შეგვეწყვიტა ღონისძიება. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა. ჩვენი 4 თანამშრომელი ბიჭი, საერთო ეზოს გავლით ცდილობდა გარეთ გასვლას, რა დროსაც მეზობელ სახლში მცხოვრები მამაკაცი გამოვარდა, მივარდა მათ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, - ამბობს „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომელი მარიამ კვარაცხელია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, გარდა იმისა, რომ თავდამსხმელმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, ტანსაცმელიც შემოახია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ინციდენტზე არასათანადოდ რეაგირებდნენ და დაზარალებულებს არაეთიკურად მიმართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]