weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2022

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) საქართველოში მოკლული ჟურნალისტების სიაში ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა დაამატა. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 45 006 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში 1727 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა.

თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ აბონენტებისთვის ორჯერ გაგზავნილი ქვითრების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დეკემბრის ბოლოს მრიცხველებიდან აღებული ჩვენებების ანალიზი მიმდინარეობს. კომპანია არ გამორიცხავს, რომ ჩვენების აღების დროს შეცდომა დაუშვეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს და „შავი სიის“ შედგენის იდეას სთავაზობს. როგორც სააკაშვილი ამბობს, ე.წ. შავ სიაში მოსამართლეები და პროკურორებიც უნდა შეიყვანონ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რატომ მიუვიდათ თბილისში მომხმარებლებს ელექტროენერგიის გადასახადზე ორი ქვითარი.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ის და ალეკო ელისაშვილი „ბევრი მიზეზის გამო“ მხარს არ დაუჭერენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 159 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ამ შტამის სწრაფი გავრცელება იქნება. 

ყაზახეთის მთავრობა მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დღეს დილით მოაწერა ხელი. ტოკაევის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – ინფლაციის შეკავება –…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]