საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ.
ილიკო ბაიდაშვილი - მფრინავი, კოტე საცერაძე - გიდი და თორნიკე ოსიაშვილი - სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომელი - სამივე მათგანი ყაზბეგში, 6 ივნისს, დილით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ახალქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, სამართალდამცველები ორი მამაკაცის დაკავებას ცდილობენ, რომლებიც მათ წინააღმდეგობას უწევენ.
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ. მოზარდები დილით სახლიდან გავიდნენ, თუმცა სკოლაში არ მისულან და არც სახლში დაბრუნებულან. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი მემორანდუმი სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა…
6 ივნისს, თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით იმსჯელა.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელს საფულე მოპარეს. როგორც „რეგინფოს“ საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ უთხრა, თანამშრომელს ჩანთა ოთახში ჰქონდა დატოვებული, თავად კი დერეფანში იყო. ქურდობა სავარაუდოდ სწორედ ამ დროს მოხდა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კალანდია წარდგენილ ბრალს - ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს.
ვერტმფრენი, რომელმაც დღეს ყაზბეგში კატასტროფა განიცადა, ანგარიდან აფრენიდან რამდენიმე წუთშია ჩამოვარდნილი. ვერტმფრენი „სასტუმრო რუმს ჰოტელ ყაზბეგში“ მიფრინავდა ტურისტების ასაყვანად. შვეულმფრენში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11