weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

მაღაროელების გაფიცვის შემდეგ, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც მუშა ქვეშ მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მასის ქვეშ მოყოლილი 55 წლამდე მამაკაცია.

26 მაისს, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში აღინიშნა. ღონისძიება, ჩოხოსანი ცხენოსნების მსვლელობით დაიწყო, ხოლო სტუმრებს, ძველი ქართული კინოფილმების პერსონაჟებმა უმასპინძლეს.

საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში მცხოვრები 12 წლის გიორგი როსტიაშვილი გახდა. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.

ლიეტუვაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ბიულეტენების დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატ ნაუსედას ხმათა 65.86% აქვს, ლიეტუვის ყოფილ ფინანსთა მინისტრის (2009-2012 წლებში), ინგრიდა შიმონიტეს…

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ზესტაფონში, დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში მოხდა უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა…

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს. ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნება…

სასამართლომ გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე დაკავებული იაგო ნებიერიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მათ საწყობში მუშაობისას რელსები დაეცათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]