weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

18:32 ორშაბათი, 27 მაისი 2019

მაღაროელების გაფიცვის შემდეგ, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა დატოვოს. ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია“, – აცხადებს კომპანია.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს, სამმა მათგანმა პირიც ამოიკერა. მაღაროელები ითხოვენ ხელფასის მომატებას 30%-ით (რეორგანიზაციის შემდეგ +20%-ით), კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, ასევე, მადნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას.

კომაპნიასა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკება გუშინ უშედეგოდ დასრულდა. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კომპანიას ხელფასების 50%-ით გაზრდის რესურსი არ აქვს. დღეს მედიაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]