weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში, N22 მარნეულის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დარგალმა გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოიგო. 107-ვე უბნის დათვლის შემდეგ, შენგელიას ამომრჩეველთა ხმების 54.18% (30 470 ხმა) აქვს.

„მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრა რულოვსს, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენოს, მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ზუგდიდში ამომრჩეველთა ხმების 54.08% მიიღო.

„თუ პირველ ტურში გამოაცხადებენ გამარჯვებას, ამას არ შევეგუებით არანაირად, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა…

პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოქმის მონაცემებით, მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია. კობახიძის თქმით, დანარჩენ ოლქებს მათი კანდიდატები „დიდი უპირატესობით იგებენ“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა გამოაცხადა. საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.

ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა, თუმცა ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლას ვერ იწყებენ. ეს ის უბანია, რომელიც დღეს სასულიერო პირებმა აკურთხეს.

ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანიდან პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პირადობის მოწმობის არქონის მიზეზით გამოაძევეს. ინციდენტი კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მოხდა.

პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]