weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრა. ავტომობილი, რომლითაც ის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე (8 848 მ) ავიდა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ელისაბედ მეორისთვის სოციალური მედიის მენეჯერს ეძებს, რომელიც საზოგადოების თვალში და მსოფლიო არენაზე დედოფლის წარმოჩენაზე იზრუნებს.

„გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც…

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში მართლწესრიგის დასაცავად, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ დაბრუნდა. „თეთრი ქარავანის“ პრემიერას რეჟისორი ელდარ შენგელაია, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად დაესწრო.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძალადობის მუხლით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის წამყვანი, ლევან თორიაა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაციის გამო ოთხი მოსწავლე მოათავსეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სავარაუდოდ მალევე გაწერენ.

თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ „სახალხო მსვლელობას“ ბაიკერებიც შეუერთდნენ. მსვლელობა საპატრიარქოს ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]