საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირქტორი, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებას“ კადრების ტრენინგებსა და გადამზადებაში ეხმარება. ბახტაძის თქმით, პარტიაში განახლების პროცესი მიმდინარეობს.
ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი აცხადებს, რომ ტელეკომპანია დატოვა, რადგან გადაცემაში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი საქმიანობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ აგრძელებს. ეს ინფორმაცია მედიასთან პარტიაში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ მიმინოშვილი პარტიის წევრების გადამზადების მიმართულებით იმუშავებს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრმა, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქერიმ მაჩალიკაშვილმა კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2018-2019 წლების ინგლისის პრემიერ ლიგის გამორჩეულად საინტერესო გათამაშება „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებით დასრულდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მეორედ, სულ კი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა. რაკეტამ ჯერ თუნუქის სახურავი ჩაამტვირია, შემდეგ კი იატაკი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით ექვს ადგილზე ამოქმედდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები „კრიტიკულად არის შემცირებული“.
თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების და ხევების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა სავარგულები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე სტორი და სოფელ ლეჩურში გზის მონაკვეთი ჩამოშალა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11