საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ბრალდებით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
წუხანდელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა სოფლების - ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი საავტომობილო გზა თითქმის მთლიანად წაიღო. წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზაც.
პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგ კოლეგას გიორგი გახარია მასპინძლობს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. მას თან ახლდნენ კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი…
პანკისის ხეობის მცხოვრებლები სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. ისინი მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 15:00 საათზე, დუისის ძველ მეჩეთთან შეიკრიბებიან.
ტელეკომპანია „მარნეულის“ ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში, ერთ-ერთ ოჯახს ერთდროულად დაახლოებით 150 სული ძროხა მოუკვდა. როგორც ჟურნალისტებთან პატრონმა განაცხადა, საქონელი ვეტერინარულ აფთიაქში შეძენელი პრეპარატით დაბანეს. მისი აზრით, პირუტყვი სწორედ ამის შემდეგ დაიხოცა.
ხაშურში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნინოწმინდაში, 9 მაისთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სიმღერა „День Победы“ („გამარჯვების დღე“) ამღერეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა სქესობრივი განათლების შესახებ საბავშვო წიგნთან „ჩემი სხეული – ჩემი საქმეა“ დაკავშირებულ სკანდალს და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების სქესობრივი განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11