weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მის დაკავებას არ გამორიცხავს. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტის შენობის წინ რვა…

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა – გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6-კილომეტრიანი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე გზის საფარი დაზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის საფარის დაზიანება სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. იგი უკვე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპური“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა რთულად წარმოსადგენი რამ შეძლო, საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ ამსტერდამის „აიაქსს“ სტუმრად სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა UEFA-ს საკლუბო ტურნირის ფინალში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს, ერთი კი, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, პოლიციაში გადაიყვანეს.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.

თბილისში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობები იმართება. პრორუსულმა ძალებმა ერთ მსვლელობაზე შეთანხმება ვერ შეძლეს, ამიტომ „უკვდავი პოლკის“ ფორმატში ერთდროულად ორი მსვლელობა ტარდება. პრორუსული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი…

ქალაქ ახმეტაში ოძელაშვილის ქუჩის მოასფალტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 550 მეტრზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაეგება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 მაისს, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება აკრძალულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მთავრობის წევრებმა თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]