weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ტოტენჰემი“ ფინალში ითამაშებს

12:03 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპური“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა რთულად წარმოსადგენი რამ შეძლო, საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ ამსტერდამის „აიაქსს“ სტუმრად სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა UEFA-ს საკლუბო ტურნირის ფინალში.

განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელი „აიაქსი“ მე-5 წუთზევე დაწინაურდა - ამსტერდამელები გუნდის კაპიტანმა მატეის დე ლიგტმა დააწინაურა, ზუსტად ნახევარ საათში კი ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მეორე გოლიც გაიტანა და „მამლები“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. თავად განსაჯეთ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ „ტოტენჰემს“ სამი გოლი სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად, რაც წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა მეორე ტაიმში ლიდერობა ბრაზილიელმა შემტევმა ლუკას მოურამ იკისრა და ამსტერდამულ კლუბს ჯერ 54-ე და 59-ე წუთებზე დუბლი შეუსრულა, გადამწყვეტი მესამე გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და არამარტო „იოჰან კრუიფ არენაზე“ შეკრებილი პუბლიკა, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო.

ემოციური, ცრემლიანი, დრამატული და სენსაციური გამარჯვების წყალობით, პოჩეტინოს გუნდმა ახალი ისტორია დაწერა. 1-ელ ივნისს „ტოტენჰემ ჰოტსპური“ უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში, რომელსაც მადრიდი უმასპინძლებს, ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

 

ამ თემაზე:

„ლივერპული“ ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]