weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2020

ალაზანმა პანკისში ხიდებამდე მისასვლელი გზები წაიღო

11:50 პარასკევი, 10 მაისი 2019 hits 977

წუხანდელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა სოფლების - ჯოყოლოსა და დუმასტურის ხიდამდე მისასვლელი საავტომობილო გზა თითქმის მთლიანად წაიღო. წყლით არის დაფარული დუისი-ხალაწნის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდამდე მისასვლელი გზაც.

როგორც „რეგინფოს“ სოფლებში ახმეტის მერის წარმომადგენლებმა განუცხადეს, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ნაკვეთებიც.

ადიდებულ ალაზანს მიაქვს „ხადორი 3 ჰესის“ მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორიც, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს, ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

სტიქიის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მდინარე ალაზანი ასეთი ადიდებული 2005 წლის შემდეგ არ ახსოვს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]