weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 82-ე კილომეტრიდან 98-ე კილომეტრამდე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს, რომლის განჩინებაც ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა წაიკითხა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება. კანონპროექტის თანახმად, ეტაპობრივად  შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა და შეიქმნება სატყეო მეურნეობები. შესაბამისად, იცვლება…

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. ეს გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. მურუსიძის უვადოდ გამწესებას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და სოფო კილაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კილაძეს, რომელიც სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ე.წ. ციანიდის საქმე არ განხილულა.

საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ 85 წლის შემდეგ კინოეკრანებს უბრუნდება.

„ჩვენ არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ხელში ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.

მენის შტატში, იორკის ოლქის შერიფმა პოლიციაში დარეკილი ზარის შემდეგ დააკავა მამაკაცი, რომელიც უცხო სახლში შევიდა, ისადილა, აბაზანით ისარგებლა, ახალ ტანსაცმელში გამოეწყო და ტელევიზორს უყურებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც ბესელიამ განაცხადა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]