weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს.

„მანჩესტერ სიტის“ წევრი ფერნანდინიო ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს. 33 წლის ნახევარმცველმა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ტიტეს სთხოვა, რომ უახლოესი მატჩებისთვის არ გამოიძახოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წავკისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ჩადენილ დანაშაულს სამივე აღიარებს.

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრს „ღია სახლი“ ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, 25 წლის მამაკაცი „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვის ვოლიერში შეიჭრა, რა დროსაც მტაცებელმა დაგლიჯა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში, სასაფლაოზე 19, 20 და 24 წლის მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. ახალგაზრდების ახლობლების ინფორმაციით, სასაფლაოზე ნარკოტიკებით ვაჭრობენ, რაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას განცხადებით, 22 დეკემბერს, „რუსთავი 2 -ის“ ეთერით გასულ სიუჟეტში - „მაღალჩინოსანი სტუდენტები“, ცალკეული ფაქტები გაყალბებულია და ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში მის მრჩეველად სიმონ პეტრედისი იმუშავებს.

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 373-მდე გაიზარდა, უსახლკაროდ კი 1600 ადამიანი დარჩა. ცუნამი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]