weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამართალდამცველებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.

„დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 31 დეკემბერს იწურება, შესაძლოა 5 წლით გაიზარდოს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ვალერი მუსაევს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა…

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. გახარიას თქმით, პოლიციის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საზღვრის დაცვაა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2018 წელს გარკვეულწილად მოხერხდა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის ბრიუსელში სასწავლო ვიზიტი იგეგმება, სადაც ისინი ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობას გაეცნობიან.

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე სავარაუდოდ აგენტ-პროვოკატორს გზავნის. როგორც უგულავამ თქვა, 16 დეკემბერს, თელავში გამართული აქციის დროს პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დიდი ალბათობით სწორედ…

„ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]