weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თბილისში, პეკინის გამზირზე „სილქნეტის“ ოფისი გაქურდეს და მობილური ტელეფონები წაიღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჩამტვრეულია ოფისის მინები და დაზიანებულია ტექნიკა.

მადრიდის „რეალმა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონური „კაშიმა ანტლერსი“ გარეთ ბეილის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა და ფინალში მასპინძელ „ალ აინს“ შეხვდება.

„სიტუაცია არის შემდეგნაირად - ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი: პროპორციული არჩევნები და ხელისუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და არა ივანიშვილმა. ეს დღე ამიტომ არის…

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 52 წლის ქალს და მის ორ შვილს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს, იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 10:30 საათზე იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ მართლწესრიგის დაცვისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციას გამართავს. „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებმა თანამოაზრეებს მოუწოდეს, სასამართლოსთან 20 დეკემბერს, დილის 9 საათზე შეიკრიბნენ.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„დღეს ვინმე თუ უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კირკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]