საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა. სტატიის მიხედვით, არჩევანი სამ ფინალისტს - მალაიზიას, ეთიოპიასა და სომხეთს შორის გაკეთდა. რედაქცია განმარტავს, რომ შეფასების კრიტერიუმი არა სახელმწიფოს სიმდიდრე…
ბრაზილიის შტატ ამაზონასის დედაქალაქ მანაუსში ხანძრის შედეგად 600 სახლი დაიწვა. ცეცხლი ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც 2500-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ფერმერს 128 ძირი ვაშლის ხე გაჩეხილი დახვდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ გაჩეხა ხეები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა ჩატარდება და თევზის რესურსების შეფასება მოხდება, რასაც პირველად საქართველოს ისტორიაში, სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს.
19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა.
სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის…
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ტურნირის მასპინძელმა „ალ აინმა“ ნახევარფინალურ შეხვედრაში „კოპა ლიბერტადორესის“ გამარჯვებულ „რივერ პლეიტს“ პენალტების სერიაში სძლია და ფინალში გავიდა.
თელავში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ სამი ახალგაზრდა დაჭრეს. 20-22 წლის მამაკაცები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერის გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს, ფიზიკური შეურაცხყოფა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მცხოვრებლებმა მიაყენეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11