weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა

10:33 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 hits 298

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ტურნირის მასპინძელმა „ალ აინმა“ ნახევარფინალურ შეხვედრაში „კოპა ლიბერტადორესის“ გამარჯვებულ „რივერ პლეიტს“ პენალტების სერიაში სძლია და ფინალში გავიდა.

მატჩის საწყის 15 წუთში 3 გოლი გავიდა: ჯერ მე-3 წუთზე არაბული კლუბი დაწინაურდა, შემდეგ კი ხუთწუთიან ინტერვალში „რივერის“ კოლუმბიელმა ლეგიონერმა რაფაელ სანტოს ბორემ დუბლი გაიფორმა და ბუენოს აირესელები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის სტარტზე „ალ აინმა“ ანგარიში გაქვითა, მას შემდეგ კი გოლი აღარ გასულა და გუნდები თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდნენ, სადაც მასპინძლებს გაუმართლათ და ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ „ალ აინმა“ ნახევარფინალამდე ოკეანეთის წარმომადგენელი „ველინგტონი“ და აფრიკის ჩემპიონი ტუნისის „ესპერანსა“ დაამარცხა, „რივერ პლეიტი“ კი გათამაშებაში სწორედ ნახევარფინალიდან ჩაერთო.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ და აზიის საუკეთესო გუნდი „კაშიმა ანტლერსი“ ითამაშებენ, მათში გასული კი „ალ აინს“ 22 დეკემბერს ფინალში შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]