weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საამიროებში FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

12:12 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტარტი აიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა, რომელშიც კონტინენტების შვიდი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი მონაწილეობს.

გახსნით მატჩში მასპინძელი საამიროების ჩემპიონმა „ალ აინმა“ უხვგოლიან, სანახაობრივ და დრამატულ მატჩში ოკეანეთის ზონის საუკეთესო გუნდი „ტიმ ველინგტონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აფრიკის საუკეთესო კლუბს, ტუნისის „ესპერანსას“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიური კლუბი სამი ბურთით ამარცხებდა მასპინძელ „ალ აინს“, თუმცა არაბულმა გუნდმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და თერთმეტმეტრიანებშიც იმარჯვა.

მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „კაშიმა ანტლერსი“ და ჩრდილო-ამერიკის ჩემპიონი „გვადალახარა“ შეხვდებიან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდი „რეალი“ და ლიბერტადორესის თასის მფლობელი „რივერ პლეიტი“ კი ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთვებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]