weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ველისციხესთან აქციის დროს პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის ქალი დააკავეს

23:38 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

18 დეკემბერს შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც, უწყების ინფორმაციით, დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია სოფელ ველისციხეში მცხოვრები ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება 16 დეკემბრის ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]