weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თავის მეორე მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში წარადგინა. როგორც მერმა თქვა, ხალვაში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე იმუშავებს.

შოტლანდიელმა მოკრივემ რონი კლარკმა IBF-ის ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი გასაყიდად გაიმეტა. კლარკის თქმით, ჯილდოს გაყიდვით მას საშობაო საჩუქრისთვის ფულის შეგროვება და შვილის გახარება სურს.

„მივმართავ ყველა დამსაქმებელს ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მეორე მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში დაინიშნა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თანამდებობაზე დანიშვნას ხალვაში ადასტურებს.

ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ თურქეთში საქმიანობას წყვეტს. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მილიარდერი ფილანტროპი სოროსი ერების გახლეჩვისა და განადგურების მცდელობაში…

„ადამიანს, რომელმაც ღმერთისგან და ყველასგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული გადააქცია მოქმედ სახელმწიფოდ, უფლება აქვს და ჩვენი მოვალეობაა, რომ ცხოვრობდეს საქართველოში“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აფხაზეთიდან დევნილმა, მომღერალმა ნათია თოდუამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ენგურზე მივიდა. ნათია თოდუას თქმით, იგი მოხარულია, რომ ზურაბიშვილს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973…

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი ფეხბურთში „საბურთალო“ გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მისთვის აქამდე არნახულ შედეგს მიაღწია და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილე კახა საბანაძე რუის-ურბნისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს რუის-ურბნისის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გახარია ეპარქიაში სტუმრად გუშინ,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]