weather cur horoscope tv
ივნისი 17, 2025

აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლით ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის სეზონი დასრულდა. მას საჩემპიონო წერტილი დაუსვა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც მე-11 გამარჯვება სტარტ-ფინიშის სწორზე ტრიალით და საზეიმო…

უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანო - ვერხოვნა რადა ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზანი არა თავდასხმა, არამედ თავდაცვაა.

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების მფლობელია. დასამახსოვრებელ და დრამატულ ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, ქუთაისელებმა ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა“ დამაარცხეს.

„დღეს რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება ხელისუფლებაში. არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას, თუმცა მთავრობაში ყოფნას არ აპირებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას ლაზიკის საზღვაო ზონის ხელმძღვანელობა სურს.

რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ბინაში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. შემთხვევა გვიან საღამოს, მე-17 მიკრო-რაიონში მოხდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, კომპანია Edison Research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქარელში, რუის-ურბნისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად წელსაც გაანათეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ეს ინიციატივა თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]