weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთში 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

სომხეთის პოლიციამ ერევანში, ნუბარაშენის რაიონში ე.წ „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი („მერაბ თბილისსკი“) დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 43 წლის კალაშოვი 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა. 50 წლამდე ქალი სავარაუდოდ გზაზე გადადიოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოკითხვის დროს დაზარალებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა. რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიაზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო  ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და…

„გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩავალ ავღანეთში. დიახ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას მიიღებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა…

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ჩავა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს ავლებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]