weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

"ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ეს თანხა მაკრახიძემ ზურაბიშვილს გუშინ, 9 ოქტომბერს გადაურიცხა.

კენიაში ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულები, რომელთა დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია, უახლოეს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.

9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაზე სიტყვით ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და მწერლობაზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებმა ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლები მოიპოვა. 9 ოქტომბერს კვარცხლბეკზე სამი ქართველი სპორტსმენი ავიდა. ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (100 კგ) და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (69 კგ) მეორე…

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ადგილას, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დროებით დაიკეტება. სპეციალისტების პირველადი დასკვნით დადგინდა, რომ ძეგლზე გადაადგილება საშიშია, რადგან დაზიანებული ადგილები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ქვათაცვენა კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ყოველდღიურად იმატებს და…

„ქალბატონი სალომე მგონი ნიკო ნიკოლაძეს გვარჩევინებს პრეზიდენტად და ამით სპეკულირებს. ნიკო ნიკოლაძე თუ მისცემდა საქართველოში ხმას პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც 1990 წლიდან 2003 წლამდე ვერ მოიცალა დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურისთვის?!“, – განაცხადა…

საქართველოს ნაკრების წევრი მურთაზ (ბუბა) დაუშვილი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 29 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი ჩემპიონატის ბოლოადგილოსანმა კლუბმა სომბატეის „ჰალადაშმა“ დაიმატა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გორში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განათლების მიმართულებით მის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა.

ზუგდიდში, ჭითაწყარის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ბავშვი ფეხით მიდიოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]